ეპიგრაფიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვა,ლითონი, ხე , მინდა კერამიკა....) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენტებს, სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.
ეპიგრაფიკა შეისწავლის წარწერათა როგორც გარეგნულ მხარეს, ისე მათ შინაარსს. ბევრ შემთხვევაში მხოლოდ ეპიგრაფიკის წყალობით გახდა შესაძლებელი ამა თუ იმ მკვდარი ენისა და მთელი ცივილიზაციების აღმოჩენა
ეპიგრაფიკა წარმოიშვა აღორძინების ეპოქაში ანტიკურობისადმი და აღმოსავლური, კერძოდ ბიბლიური სიძველისადმი, ინტერესის აღმავლობასთან დაკავშირებით.
ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელთან, რომელმაც 1926 წ.-ს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი — „ქართული პალეოგრაფია“.