Welcome

Delete this widget from your Dashboard and add your own words. This is just an example!


суббота, 25 декабря 2010 г.

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),

სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),

მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).

ჰერალდიკა

суббота, 11 декабря 2010 г.


ჰერალდიკა
ჰერალდიკა გერბებისა და სიმბოლიკის დიზაინის, გამოფენის, აღწერისა და ჩაწერის მეცნიერება და ხელოვნებაა. ის ასევე აყალიბებს ფორმალურ ცერემონიებსა და კანონებს, რომელიც ამგვარი ნიშნების გამოყენებას არეგულირებს. ჰერალდიკის წარმოშობა დაკავშირებულია სახეზე აფარებულ ლითონის ჩაფხუტიან მებრძოლთა ან ორთაბრძოლის მოპაექრეთა გამორჩევის საჭიროებით. გერბი

გერბი— ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთი საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.

ვანი ( ძველი კოლხეთის სამეფო )


ვანი, ქალაქი საქართველოში, ვანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 19 კმ-ზე. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).

ისტორია

ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

კოლხეთის სამეფო

ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
ძვ. წ. III საუკუნის დასწყისი – ძვ. წ. I საუკუნის შუა წლები.

პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

ცოტა რამ მითოლოგიაზე ....


                             ზოგადად       მითოლოგიაზე

მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.
                                                 ქართული მითოლოგია
ქართული მითოლოგია — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი. 

ბონისტიკა

понедельник, 6 декабря 2010 г.

ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.).
ბონისტიკა XX ს-ის დასაწყისში წარმოიშვა და მჭიდროდ უკავშირდება ნუმიზმატიკას[1]. ქაღალდის ფულის ნიშნები, მონეტების მსგავსად, სახელმწიფო დოკუმენტებია. ბრუნვაში გამოშვებისას ემიტენტი (ემისიის განმახორციელებელი) მათში ერთგვარად თავის იდეოლოგიასაც გამოხატავს ემბლემების, დევიზების, ტექსტების, ბეჭდების, ნახატების, ორნამენტებისა და ა. შ. საშუალებით. მათი ძირითადი ელემენტებით ბონისტები განსაზღვრავენ გამოშვების ადგილსა და დროს, ბრუნვის ტერიტორიას, გამომშვებს. ამასთანავე მეცნიერები იკვლევენ ბონის, ე. წ. ძირითად ნიშნებს: ემბლემატიკას (ემბლემებს, გერბებს და სიმბოლურ ნიშნებს); პალეოგრაფიას (ტექსტებს, წერილობით ნიშნებს, ორთოგრაფიას); სფრაგისტიკას (ბეჭდებს, შტამპებს, ასევე პერფორაციასა და კონგრევებს ანუ ბონების სწორხაზოვანი ნახვრეტების რიგით გაჭრისა თუ ერთდროულად რამდენიმე ფერში ბეჭდვის მექანიზმს); ქრონოლოგია (თარიღებს); მეტროლოგიას (შეფარდებას მსხვილ კუპიურებსა და მის განაყოფებს შორის); ორნამენტალისტიკას (გრაფიკულ და ფერწერულ გაფორმებას); იკონოგრაფიას (პორტრეტულ გამოსახულებას); ჭვირნიშნებსა და მასალას, რაზედაც ფულის ნიშანია დამზადებული, ე. ი. მის საფუძველს; ფილატელისტიკას (მარკებს ფულად ნიშნებზე); ეპიგრაფიკას (გვიანდელი წარმოშობის დანაბეჭდებს).
ქაღალდის ფულის ნიშნების სრულფასოვანი კვლევით ბონისტიკა ნათელს ჰფენს ჩვენი საზოგადოების შორეული თუ ახლო წარსულის ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებზეც ცნობები სხვა წყაროებში არ მოგვეპოვება. სწორედ ეს განაპირობებს იმ განსაკუთრებულ ინტერესს, რასაც ბონისტიკის მიმართ იჩენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები. ამ საისტორიო დარგის საკითხებზე არსებობს მრავალი საყურადღებო სტატია და გამოკვლევა, გამოცემულია ფუნდამენტური ნაშრომები თუ კატალოგები. საქართველოში დამხმარე საისტორიო დისციპლინების საკითხთა კვლევის საქმეს დიდად შეუწყო ხელი რუსეთის აკადემიის სისტემაში პირველი კვლევითი დაწესებულების – კავკასიის ისტორიულ – არქეოლოგიური ინსტიტუტის დაარსებამ 1917 წელს. ამავე საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც ფართოდ გაიშალა მუშაობა ისტორიული წყაროების მოპოვებისა და პუბლიკაციის მიმართულებით.

აღნიშნულ საქმეში გამორჩეული ღვაწლი მიუძღვის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილს; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები: „ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“, „ქართული საფას – საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა – მეტროლოგია“, „ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა“. დამხმარე საისტორიო დარგებიდან საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ნუმიზმატიკას. ქართული ნუმიზმატიკის პრობლემების შესახებ მრავალი გამოკვლევა არსებობს; ქართული ბონისტიკის საკითხები კი დიდხანს შეუსწავლელი იყო და ჩვენი ისტორიოგრაფიის თეთრ ლაქად რჩებოდა, მიხედავად იმისა, რომ საქართველოში 1918 წლიდან არსებობდა ქართული ქაღალდის ფულადი ნიშნებისა და ბონების გამოშვების გარკვეული ტრადიცია.

ქართული ბონისტიკით დაინტერესებული იყო ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ მარშალ ლენგი, რომლესაც გამოქვეყნებული ჰქონდა მცირე ზომის სტატია 1918 – 1824 წლების ქართული ბონების შესახებ. უცხოელ მკვლევართა ნაშრომებში ქართული ბონები რუსეთის იმპერიისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე გამოშვებულ ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად მოიხსენიებოდა და არავის უცდია მათი ცალკე გამოყოფა – შესწავლა. ასეთ ნაშრომთა შორისაა, მაგალითად, ფ. ჩუჩინის – „რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე 1769 – 1924 წლებში გამოშვებული ქაღალდის ფულადი ნიშნები“, კ. დენისის – „რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გამოშვებული ფულადი ნიშნების (1914 – 1925 წწ.) კატალოგი, ნ. კარდაკოვსკის – „რუსეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების ქაღალდის ფულის ნიშნების (1769 – 1950 წწ.) კატალოგი“, ვ. კაციტაძის „ რუსეთის რევოლუციის ფულადი ნიშნების კატალოგი“, რომელიც 1924 წელს რუსულ ენაზე გამოიცა თბილისში. ქართული ბონისტიკის საკითხები სრულადაა წარმოდგენილი ნ. ჯავახიშვილის ნაშრომში „ქართული ბონისტიკა“ .

როგორ მოგწონთ ბლოგი?

About Me

Моя фотография
ვალერი მაჭავარიანი ქ.თბილისის 116 სკოლის მოსწავლე მე-10 კლასი